ტერორიზმში ეჭვმიტანილი სირიელი გერმანიის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:06 | 13.10.2016
ნანახია: 1610

სირიელი ლტოლვილი, რომელიც ბერლინის აეროპორტში ტერაქტის მცდელობისთვის დააკავეს, ლაიფციგის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს.

Piegel-ის ინფორმაციით, 22 წლის ჯაბერ ალ-ბაქრიმ თავი მოიკლა. მანამდე  შიმშილობდა და 24-საათიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, ასეთი მკაცრი მეთვალყურეობის პირობებში როგორ მოახერხა მან თავის მოკვლა.

ალ-ბაქრი ლაიფციგში სამი დღის წინ დააკავეს. მანამდე სპეცსამსახურები რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

ალ-ბაქრი გერმანიაში გასული წლის თებერვალში მიგრანტების ნაკადთან ერთად მოხვდა.

სამართალდამცველების თქმით, ეჭვმიტანილის საცხოვრებელ სახლში 1,5 კგ განსაკუთრებულად საშიში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. პოლიციელებისვე განცხადებით ეს ნივთიერება ისლამისტებმა პარიზის ტერატქებისას გამოიყენეს.