ანკარა: მსოფლიო რეგიონალური ან მსოფლიო ომის ზღვარზეა

საქართველო, თბილისი - 13:06 | 12.10.2016
ნანახია: 1592

სირიაში მიმდინარე მოვლენების გამო მსოფლიო რეგიონალური ან მსოფლიო ომის ზღვარზე იმყოფება. ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა.

მისი თქმით, სირიაში ყველა ლიმიტი ამოწურულია და რუსეთი და აშშ ერთმანეთს უკვე ღიად უპირისპირდებიან. ” ნებისმირი ომი, რომელსაც სამი ძალა აწარმოებს, საბოლოოდ სრულდება. სირიაში ეს ლიმიტი უკვე ამოიწურა. აშშ და რუსეთი ერთმანეთს უკვე ღიად დაუპირისპირდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რეგიონალური ან მსოფლიო ომის ზღვარზე ვდგავართ”, - განუცხადა ქურთულმუშმა სააგენტო Anadolu-ს.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე