ქაბულში აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:48 | 12.10.2016
ნანახია: 1397

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა ქაბულის შიიტურ მეჩეთთან მომხდარი აფეთქებისას.

თვითმხილველთა თქმით, აფეთქების შემდეგ ავტომატებიდან სროლის ხმაც გაისმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ორი სამხედრო ფორმაში ჩაცმული თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალებმა იმ დროს გაანადგურეს, როდესაც კიდევ ერთი მათი თანამზრახველი მეჩეთში იმყოფებოდა. ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ამ დროისათვის მეჩეთის მიმდებარედ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე