მამაკაცი მძარცველებს 5 დღის განმავლობაში აუპატიურებდა

საქართველო, თბილისი - 13:10 | 11.10.2016
ნანახია: 8130

მამაკაცი მეტსახელად ”ადამიანი-მგელი” თავის სახლში შეჭრილ მძარცველებს ხუთი დღის განმავლობაში აუპატიურებდა.

ამერიკის ფლორიდის შტატის ორმა მცხოვრებმა ძარცვისთვის სახლის შერჩევაში საბედისწერო შეცდომა დაუშვა.  მძარცველები ვერც კი წარმოიდგენდნენ რა ჯოჯოხეთი ელოდათ, როდესაც ერთ-ერთ სახლში შეიპარნენ.

მათთვის საუბედუროდ, სახლის მეპატრონე, იმ დროს სახლში იმყოფებოდა. მას პოლიციის გამოძახება არც უფიქრია, თავად გაუსწორდა ორივე მძარცველს, დააბა და გააუპატიურა.

უცხოური მედიის ცნობით, უიღბლო მძარცველებზე სახლის მეპატრონე 5 დღის განმავლობაში ძალადობდა, ვიდრე მეზობლების ყურადღება სახლიდან გამოსულმა ყვირილმა არ მიიქცია.

ადგილზე მისულ პოლიციელებს საცოდავი მძარცველები საშინელ მდგომარეობაში დახვდნენ. ”არასდროს მინახავს სრულ სასოწარკვეთილებაში მყოფი მამაკაცების ასეთი გამოხედვა”,- განაცხადა ერთ-ერთმა პოლიციელმა.

მედიის ინფორმაციით, მანამდე  სახლის მეპატრონემ მამაკაცების გაუპატიურებისათვის 10 წელი ციხეში გაატარა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე