"პატრიოტთა ალიანსს" ისევ ხმების 5% აქვს, თუმცა ეს არ არის საბოლოო მონაცემები - ანა მიქელაძე

საქართველო, თბილისი - 17:52 | 10.10.2016
ნანახია: 1588

"პატრიოტთა ალიანსს" ისევ ხმების 5% აქვს, თუმცა ეს არ არის საბოლოო მონაცემები, - ამასთან დაკავშირებით ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
,,მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტებისა და საჩივრების განხილვის საკითხი. საბოლოო მონაცემები საარჩევნო კომისიას ექნება არჩევნების დღიდან არა უგვიანეს მე-19 დღისა, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი თითოეული საარჩევნო სუბიექტისა და კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა და ასევე, პროცენტული მაჩვენებლები მეასედებსა და მეათასედების ჩათვლით. რაც შეეხება, "პატრიოტთა ალიანსს", მას მონაცები ჰქონდა 4, 998%. ამ წუთას, პირველადი მონაცებით, 5% აქვს, თუმცა, ეს არ არის საბოლოო მონაცები",-განმარტა ანა მიქელაძემ.
ცესკოში „პატრიოტთა ალიანსის“ რეიტინგთან დაკავშირებით უახლოესი 2 საათის განმავლობაში რამდენიმე განსხვავებული კომენტარი გაკეთდა. ეს ამ თემაზე ცესკოში გაკეთებული მესამე განმარტებაა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე