"ყველა გინებას ვაკოპირებ, შენახული მაქვს ყველას გვარი, ყველას დაგივლით სათითაოდ” - ირმა ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:00 | 10.10.2016
ნანახია: 7243

ყველა გინებას ვაკოპირებ, შენახული მაქვს ყველას გვარი, ყველას დაგივლით სათითაოდ, ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა" ირმა ინაშვილმა რეპორტიორთან ინტერვიუში განაცხადა.

"თმენის ვალდებულებას ყველაფერთან დაკავშირებით გამოვიჩენ, მაგრამ მიუღებელია დედის გინება საჯარო სივრცეში და ყველას გიმახსოვრებთ, ყველა გინებას ვაკოპირებ, ყველას გვარი, სახელი და ფოტო მაქვს შენახული, ვინც მე დედას მაგინებთ. დრო მოვა, აღარ ვიქნები საჯარო პერსონა და პოლიტიკოსი, მერე ყველას დაგივლით სათითაოდ”, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე