ქართული ოცნება - 48,61%, ენმ - 27,04% - ცესკოს ახალი მონაცემები

საქართველო, თბილისი - 19:56 | 09.10.2016
ნანახია: 1349

ცესკოს მონაცემებით, 3 680 უბანი დაითვალა, რაც საერთო რაოდენობის 99,41%-ია.

ბოლო შედეგების თანახმად, ქართული ოცნება ლიდერობს 48,61%-ით. მას კი ენმ მოჰყვება 27,04%-ით.

კვლავ ბარიერს მიღმაა პატრიოტთა ალიანსი 4,99%-ით, რომელსაც თავისუფალი დემოკრატები მოყვება 4,59%-ით. ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატები - 3,55% აქვს, ხოლო პაატა ბურჭულაძე - სახელწმიფო ხალხისთვის - 3,45%. ლეიბორისტული პარტია  - 3,12%.

ცესკოს საბოლოო მონაცემების გამოსაქვეყნებლად 22 უბანი რჩება დასათვლელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე