მარტვილში ოთარ დანელიამ გაიმარჯვა

საქართველო, თბილისი - 14:05 | 09.10.2016
ნანახია: 1410

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, მარტვილის 62-ე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ოთარ დანელიამ გაიმარჯვა.

ცესკო-ს ინფორმაციით, 59 უბნიდან დათვლილია 58 უბანი.

შედეგების მიხედვით, დანელიამ 51,24 პროცენტი დააგროვა.

მისმა კონკურენტმა ზაალ გოროზიამ „ნაციონალური მოძრაობიდან“ 31,91 პროცენტი მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე