სახალხო დამცველი კენჭისყრის დღის მიმდინარეობას აჯამებს

საქართველო, თბილისი - 23:05 | 08.10.2016
ნანახია: 1525

კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს მოქალაქეთა საარჩევნო უფლების დაცვას. კენჭისყრის პროცესმა დიდწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ომბუდსმენი არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, გააცნობიერონ ამ პროცესის მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და ხელი შეუწყონ სტაბილური გარემოს შენარჩუნებას.

რაც შეეხება კენჭისყრის პროცესს, სახალხო დამცველის მონიტორებმა დააფიქსირეს ძალადობის ცალკეული ფაქტები. მათ შორის, განსაკუთრებულად მწვავე იყო მარნეულში, #48 უბანთან შექმნილი ვითარება, რომელსაც სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა. ამავდროულად, სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 2 წარმომადგენლის ცემის ფაქტის შესწავლა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან  დროული რეაგირება მსგავს ფაქტებზე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე