ელქსელებში ვმუშაობ, დამავალეს საარჩევნო უბანზე 100 კაცი მომეყვანა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 19:15 | 08.10.2016
ნანახია: 1420

სოფელ ყარაჯალაში „ქართული ოცნების“ აგიტატორებსა და კოორდინატორებს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველი მიკროავტობუსებით მიჰყავთ. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს აგიტატორებმა განუცხადეს, ისინი „ქართული ოცნების“ მიერ გადაცემული სიებით ხელმძღვანელობენ და უბნებზე ძირითადად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მიჰყავთ.

„სიის მიხედვით 45 მყავდა მოსაყვანი. უკვე 80-მდე ადამიანი მოვიყვანე და შემიძლია 8 საათამდე კიდევ 40 მოვიყვანო. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან“, - აღნიშნა „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა სიათხან ყურბანოღლიმ.

„ელქსელებში ვმუშაობ. დამავალეს, რომ ხალხი მოვიყვანო“, – ამბობს ილჰამ ალაზოვი.

ყარაჯალაში, რომელიც ახმეტის საარჩევნო ოლქში შედის, ოთხი საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 6399 ამომრჩეველია რეგისტრირებული.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე