"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ამომრჩეველს ფული გადასცა - საია

საქართველო, თბილისი - 18:54 | 08.10.2016
ნანახია: 1908

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის, თქმით, სენაკის მე-10 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული ოცნების წარმომადგენლის მხრიდან ამომრჩევლისთვის ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სხვადასხვა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საეჭვო არაიდენტიფიცირებული პირების თავმოყრა შეინიშნება. ისინი, სავარაუდოდ, არიან სხვადასხვა პარტიის კოორდინატორები და აქტივისტები. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე