„ძალიან მკაცრად დაისჯებიან ისინი" - ირაკლი კობახიძე მარნეულში მომხდარ ინციდენტზე

საქართველო, თბილისი - 18:35 | 08.10.2016
ნანახია: 1611

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ვითარება დაძაბეს, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და სამართალდამცავებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენ ვაფრთხილებთ ძალიან მკაცრად ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს, ცდილობს, რომ ხელოვნურად შეიტანოს არეულობა საარჩევნო პროცესში, ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესს, რომ არ გაბედონ ასეთი რამის გაკეთება.  ჩვენ თვალს მივადევნებთ ბოლომდე ამ პროცესს, რათა სათანადოდ დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს საარჩევნო პროცესებისთვის ჩრდილის მიყენებას და სამართალდარღვევის ჩადენას. ძალიან მკაცრად დაისჯებიან ისინი”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე