გიორგი აბაშიშვილმა ხმა განვითარებაზე ორიენტირებულ ქვეყანას მისცა

საქართველო, თბილისი - 17:31 | 08.10.2016
ნანახია: 1289

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საარჩევნო უბანზე  ოჯახთან ერთად მივიდა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.

"დღეს მე პოლიტიკურ პლურალიზმსა და განვითარებაზე ორიენტირებულ ქვეყნის მშენებლობას დავუჭირე მხარი.

მჯერა, რომ ქართველი ხალხი წარმატებით გაართმევს თავს ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევასაც", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა არჩევანის გაკეთების შემდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე