დაპირისპირება ბათუმში - „ოცნება” ზუსტად ისე იქცევა, როგორც იქცეოდა “ნაციონალური მოძრაობა” (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 17:26 | 08.10.2016
ნანახია: 1445

ბათუმში მდებარე #51-ე უბანთან შელაპარაკება მოხდა. გაზეთი "ბათუმელები" წერს, რომ “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დავით ბერძენიშვილი მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ სხვადასხვა უბნებთან მობილიზებულია “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც სპეციალურ სიებში აღნიშნავენ ამ უბანზე გამოცხადებულ და არგამოცხადებულ ამომრჩევლებს, რათა შემდგომში დააშინონ ისინი:

“ნაციონალურმა მოძრაობამ დააკანონა ეს მახინჯი პრაქტიკა, ასეთი ჯგუფები იდგა მაშინაც უბნებთან, სიებით ხელში, ურეკავდნენ ტელეფონზე და აშინებდნენ ამომრჩევლებს. ეს პრაქტიკა გადმოიტანა “ქართულმა ოცნებამ”. ის ხალხი რომლებიც ახლა სხედან ფურცლებით, აღწერენ, ვინ არ მოვიდა ამ უბნის ამომრჩევლებიდან, ვის რა პრობლემა აქვს, ამ პრობლემას გადაუჭრიან თუ გაურთულებენ. ზუსტად ისე იქცევიან, როგრც ნაციონალური მოძრაობის წევრები იქცეოდნენ” – ამბობს დავით ბერძენიშვილი.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე