ირაკლი ოქრუაშვილი: გამარჯვებას ვიზეიმებ

საქართველო, თბილისი - 16:31 | 08.10.2016
ნანახია: 1804

ირაკლი ოქრუაშვილის, განცხადებით არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რაიმე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია,-  ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღევანდელ ბრიფინგზე განუცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით,  საღამოს ცხრის ის ნახევრისათვის გამარჯვებას იზეიმებს. როგორც ოქრუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მიუხედავად საარჩევნო უბნებზე მცირე დარღვევებისა, არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს და გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"ერთი ზოგადი ტენდენცია შეინიშნება - არაკომპეტენტურები არიან კომისიების თავმჯდომარეები. არის მცირე დარღვევები, მაგალითად, ერთ-ერთ უბანზე "კარუსელის" მცდელობა იყო და დავწერეთ საჩივარი. ზოგადად, მშვიდად მიდის არჩევნები. რაც შეეხება ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებას, გორი გამონაკლისი არაა. აქაც არის მცდელობები, უმეტესად საბავშვო ბაღების მასწავლებლებზე. გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ და ცხრის ნახევრისათვის გამარჯვებას ვიზეიმებ“,-  განაცხადა ოქრუაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე