ფილიპინებში ტაიფუნის მსხვერპლთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:13 | 20.10.2015
ნანახია: 1844

ფილიპინებში ტაიფუნის მსხვერპლთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.
სააგენტო ”ფრანსპრესის” ინფორმაციით 200-ზე მეტი სოფელი დაიტბორა, ტერიტორიის ზოგიერთი ნაწილი წყალში ერთი მეტრის სიღრმეზე ჩაიძირა.

სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციის სამთვარობო სააგენტოს განცხადებით, კუნძულ ლუსონზე ტაიფუნი 300 ათას ადამიანს შეეხო.

ტაიფუნმა, რომელიც ფილიპინების ჩრდილოეთ ნაწილს დაატყდა თავს, წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ათობით ათსი ადამიანი იძულებული გახდა თავისი საცხოვრებლი სახლი დაეტოვებინა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე