ბიულეტენი მოხეულია ისე, რომ ამომრჩეველი ვერანაირად ვერ შემოხაზავს პირველ ნომერს - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 16:22 | 08.10.2016
ნანახია: 1207

"პაატა ბურჭულაძე სახელწმიფო ხალხისთვის" წევრები არჩევნების მიმდინარეობის პერიოდში სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა უბანზე მომხდარ დარღვევებზე საუბრობენ. გიორგი ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიულეტენი მოხეულია ისე, რომ ამომრჩეველი ვერანაირად ვერ შემოხაზავს პირველ ნომერს.

„გარდაბანი-თეთრიწყაროს 60-ე უბანში, ბიულეტენებზე პირველი ნომერი "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვებულია ყუაზე. ბიულეტენი მოხეულია ისე, რომ ამომრჩეველი ვერანაირად ვერ შემოხაზავს პირველ ნომერს, იმიტომ რომ ბიულეტენში აღარ არის ეს ნომერი. იგივე ტიპის ფაქტი, ჩვენი ინფორმაციით, დაფიქსირებულია ვაკის რიონში, კრწანისის რაიონში, ავლაბარში, დაფიქსირებულია ფოთში, ასევე თერჯოლაში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

გიორგი ვაშაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და დამკვირვებლებს აღნიშნული ფაქტების მიმართ, განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდა.

„თუ ასეთ ფაქტებს დააფიქსირებთ სხვა რაიონებში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 593 - 21 - 77 - 49 და ჩვენ მყისიერად მოვახდენთ რეაგირებას,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე