ირაკლი კობახიძე: მოვუწოდებთ ყველას შეინარჩუნონ სიმშვიდე

საქართველო, თბილისი - 15:35 | 08.10.2016
ნანახია: 1355

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნი ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში.

"კვლავაც არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი ხარვეზები საარჩევნო პროცესში.  აღვნიშნავთ, რომ მოხდა ერთი სამწუხარო ინციდენტი, 48-ე საარჩევნო უბანთან, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საარჩევნო დამკვირვებლებს.  ჩვენი ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე.

მოვუწოდებთ ყველას, ვინც ჩართულია  საარჩევნო პროცესში, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ვთხოვთ სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ მყისიერი რეაგირება ნებისმიერ ამგვარ ინციდენტზე.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და საარჩევნო ყუთთან პოზიციის დაფიქსირებით, საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებაში", აცხადებს კობახიძე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე