მიხეილ ჯანელიძე: „ხმა მივეცი მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ევროპულ საქართველოს"

საქართველო, თბილისი - 13:31 | 08.10.2016
ნანახია: 1259

„ხმა მივეცი მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ევროპულ საქართველოს", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

„პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ დღეს ყველას ამაღლებული განწყობა გვაქვს, რადგან დღეს თითოეული ჩვენი ხმით ვადასტურებთ მზაობას, რომ ავირჩიოთ ჩვენი მომავალი. ჩვენ რა თქმა უნდა ვხედავთ დიდ აქტიურობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის ხმა და თითოეული მოქალაქის ხმა არის გადამწყვეტი. მე ვიმყოფები ჩემს ოჯახთან ერთად, ჩვენ ხმა მივეცით მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ევროპულ საქართველოს "- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე