ირაკლი კობახიძე: დაფიქსირდა გარკვეული უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზები საარჩევნო უბნების ნაწილზე

საქართველო, თბილისი - 13:02 | 08.10.2016
ნანახია: 1635

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში. დაფიქსირდა  გარკვეული უმნიშვნელო ტექნიკური ხარვეზები საარჩევნო უბნების ნაწილზე.  აქვე აღვნიშნავთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ოპერატიულად შეძლო ამ ხარვეზების აღმოფხვრა.

მნიშვნელოვანია, რომ ფიქსირდება ამომრჩევლის მაღალი აქტიურობა, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ ამომრჩეველს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, რომ დააფიქსირონ საკუთარი სამოქალაქო პოზიცია და ხმა მისცენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ხმა მისცენ თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და კეთილდღეობას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე