სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 12:35 | 08.10.2016 ნანახია: 1583სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაწესებულებებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიხსნა. პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ უბნებზე ხმას აძლევენ ბრალდებულები/მსჯავრდებულები და ის თანამშრომლები, რომლებიც დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. გარდა ამისა, 24 საათიან სამუშაო ცვლაში მყოფ თანამშრომლებსა და პატიმრებს ხმის მიცემის საშუალება აქვთ მიმაგრებულ უბნებზეც გადასატანი ყუთების მეშვეობით.
პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს კი აკვირდებიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ანა ორთოიძის განცხადებით პენიტენციურ დაწესებულებაში ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალია და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)“ წარმომადგენლის მარი ჩიტაიას განცხადებით ხმის მიცემის პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
„საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად, სტანდარტების დაცვით გაიხსნა. რაიმე სახის ექსცესს ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ჩასაფრებულ პოზიციაზე ვარ, არ შემიმჩნევია რაიმე სახის დარღვევა,“-განაცხადა მარი ჩიტაიამ.
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის ენირა ბრონიცკაისას განცხადებით, ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დააკვირდებიან რამდენიმე საარჩევნო უბანს, რომელიც გახსნილია პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე.
„ამჟამად ვიმყოფებით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დავაკვირდებით არჩევნების მიმდინარეობის პროცესს. შერჩეულ უბანზე ეუთო წარმოდგენილი იქნება ორი დამკვირვებლით. დაკვირვების შედეგები ჩვენს საბოლოო ანგარიშში აისახება,“ - განაცხადა ენირა ბრონიცკაიამ.
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები N9 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N8 დაწესებულებაში (ორი უბანი); N16 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი ); N17 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N5 და N6 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N15 და N19 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N14 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N2 დაწესებულებაში (ერთი უბანი) და N3 დაწესებულებაში (ერთი უბანი) გაიხსნა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















