თბილისის მერმა საბურთალოს #1 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა

საქართველო, თბილისი - 12:11 | 08.10.2016
ნანახია: 1423

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკუთარი არჩევანი  დააფიქსირა.  საბურთალოს  #1 საარჩევნო უბანზე, დედაქალაქის მერი მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც დავით ნარმანიამ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან მხარი ქვეყნის სწრაფ განვითარებას დაუჭირა.

„მე მხარი დავუჭირე იმ პოლიტიკურ გუნდს და მათ წარმომადგენელს, მაჟორიტარობის კანდიდატს, რომელთაც  შეუძლიათ ჩვენი ქვეყანა განავითარონ სწორი გზით და  უფრო სწრაფად. ქვეყანა იყოს  უფრო დემოკრატიული და კიდევ უფრო თავისუფალი. ამ ყველაფრის წინაპირობები შექმნილია და საჭიროა მათი  არათუ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო განვითარება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე