აშშ-ის, ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ელჩები არჩევნებს გორში აკვირდებიან

საქართველო, თბილისი - 12:04 | 08.10.2016
ნანახია: 1282

ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ჰოლანდიის ელჩები გორში მე-9 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას გაეცნენ.

ელჩების განცხადებით, ამ უბანზე ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია, რაც მისასალმებელია

“ჩვენ ვიმყოფებით გორში და რამდენიმე საარჩევნო უბანზე უკვე ვიყავით. მოხარული ვართ, რომ არჩევნებზე ბევრი ადამიანი მოდის. ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, - განაცხადა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე