ხმა პირველ რიგში, არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ მივეცი - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 12:00 | 08.10.2016
ნანახია: 1426

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა მელია აცხადებს, რომ ხმა პირველ რიგში, არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ მისცა.

„ხმა უკეთეს ხვალინდელ დღეს მივეცი, მომავალი თაობების, ჩემი შვილის სანდროს კეთილდღეობით აღსავსე ცხოვრებას. ამავე დროს, შეუძლებელია, ამ ყველაფრის სურვილი გქონდეს და ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა იყოს. პირველ რიგში, არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ მივეცი ხმა. ამის შემდეგ შეგვიძლია იმ ნათელ მომავალზე საუბარი, რომელიც თქვენ, ჩვენ და საზოგადოების უდიდეს ნაწილს სურს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიამ არჩევნებში მონაწილეობა მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე