„ხმა მივეცი თითოეული ჩვენი მოქალაქის, ოჯახების უსაფრთხოებას, თავისუფლებას და კეთილდღეობას“ - ლევან იზორია

საქართველო, თბილისი - 11:46 | 08.10.2016
ნანახია: 1242

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საპარლამენტო არჩევნებზე დილიდან, ჩხოროწყუს, სოფელ კირცხის # 67.69.08 საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა. ლევან იზორიას განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა სრულიად საქართველოსთვის და მან ხმა სწორედ ქვეყნის განვითარების 4 წლიან გეგმას მისცა, რომელიც თითოეული მოქალაქის, ოჯახების უსაფრთხოებას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას ემსახურება.

„ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის განვითარების კონკრეტულ ოთხწლიან გეგმას, რომელიც უკავშირდება თითოეული ჩვენი მოქალაქის, ოჯახების უსაფრთხოებას, თავისუფლებას, კეთილდღეობას, ჩვენი შვილების ბედნიერ მომავალს“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე