ძალიან მალე გავიგებთ, სად არის თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ჭეშმარიტება, - წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 11:01 | 08.10.2016
ნანახია: 1665

გვჯერა, ძალიან მალე გავიგებთ, სად არის ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტება,  - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გახსნასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ყველა მივესალმებით თითოეული იმ სამართალდამცველის აქტიურ საქმიანობას. ის, რომ ამ საქმის გახსნა რეალურად მოხდა. ამ საქმის გამოძიებისთვის აქტიური საგამოძიებო ქმედებები განხორციელდა. გვჯერა, ძალიან მალე გავიგებთ, სად არის ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტება. თუ ამ ინციდენტს არ ჩავთვლით გავიარეთ უპრეცენდენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო. მჯერა დღევანდელი დღეც იქნება მშვიდი“, - განაცხადა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე