თბილისში დიდუბის მე-14 საარჩევნო უბანზე დალუქული საარჩევნო ყუთი გახსნეს

საქართველო, თბილისი - 10:16 | 08.10.2016
ნანახია: 1365

თბილისში დიდუბის მეთოთხმეტე საარჩევნო უბანზე დალუქული საარჩევნო ყუთი გახსნეს და საკონტროლო ფურცელში მონაცემები შეცვალეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

უბნის თავმჯდომარის განცხადებით, საკონტროლო ფურცელზე მცირე შესწორებები შეიტანეს. 

დამკვირვებლები ამბობენ, რომ გარდა ამ ფაქტისა უბანზე სხვა პროცედურული დარღვევებიც დაფიქსირდა. 

დარღვევების შესახებ უკვე დაწერილია საჩივარი და საქმის კურსშია ჩაყენებული ცენტრალური საარჩევნო კომისია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე