პრემიერ-მინისტრმა თავისი არჩევანი უკვე გააკეთა

საქართველო, თბილისი - 09:00 | 08.10.2016
ნანახია: 1433

მე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს; ჩვენი ქვეყნის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას და კეთილდღეობას ჩვენითითოეული მოქალაქისთვის, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საბურთალოს მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნოუბანზე გააკეთა, სადაც არჩევანი ოჯახთან ერთად დააფიქსირა.

პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას არჩევნების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

„მე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს; ჩვენი ქვეყნის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას, კეთილდღეობასთითოეული ჩვენი მოქალაქისთვის; ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას. მხარი დავუჭირე ჩვენი შვილების, ჩვენიახალგაზრდების ჯანმრთელობასა და უკეთეს განათლებას. ძალიან მიხარია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საქართველოს უკეთესიმომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები, როდესაც ისინი საკუთარი თავის და საკუთარი სინდისის წინაშედარჩებიან, არჩევანს გააკეთებენ კიდევ უფრო უკეთესი საქართველოს მომავლისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე