პაატა ბურჭულაძის დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე არ დაუშვეს

საქართველო, თბილისი - 08:47 | 08.10.2016
ნანახია: 1384

ბათუმში 74-ე საარჩევნო უბანზე პაატა ბურჭულაძის პარტიის წარმომადგენელი და უსკო-ს წარმომადგენელი შორენა ჭაღალიძე  წილისყრის დროს უბანზე არ შეუშვეს.

არშეშვების მიზეზი წინასწარი ინფორმაციით, წევრთა სურვილი გახდა, რომ დამკვირვებლების გარეშე ჩაეტარებინათ წილისყრა და სასურველი ადგილები ისე გადაენაწილებინათ.

პაატა ბურჭულაძის პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს დარღვევა იყო, თუმცა ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე, ციალა შავაძე ამბობს, რომ ეს დარღვევა არ ყოფილა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე