5 ათასმა სირიელმა მიგრანტმა სლოვენიის საზღვარი გადაკვეთა

საქართველო, თბილისი - 11:22 | 20.10.2015
ნანახია: 1938

სლოვენიის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, სირიელი ლტოლვილების უმეტესობა, რომლებიც ხორვატიის ბანაკებში ცხოვრობდა, უკვე სლოვენიაშია.

BBC-ის ინფორმაციით, საზღვარი 5 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა.

უფლებადამცველების თქმით, მიგრანტები უმძიმეს პირობებში იმყოფებიან.

სლოვენიამ განაცხადა, რომ დღეში მხოლოდ 2 500 ადამიანის მიღება შეუძლია. ხორვატიაში ლიმიტი 5 ათასამდეა დადგენილი. ავსტრია კი ქვეყანაში დღეში მხოლოდ 1500 ლტოლვილს უშვებს.

უნგრეთმა მიგრანტებისთვის თავისი საზღვრები იმის გამო ჩაკეტა, რომ ევროკავშირის ლიდერები მიგრანტების ნაკადის შემცირებისთვის ღონიძიებების შეთავაზებაზე ვერ შეთანხმდნენ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე