პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს გიორგი ნაზაროვს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:40 | 06.10.2016
ნანახია: 1435

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ ადმინისტრაციაში მოიწვია უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებული გიორგინაზაროვი, რომელთან შეხვედრაზეც საუბარი შეეხო საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის ჩარევას და მის მიერწინასაარჩევნო გარემოს დაძაბვას.

„მიუღებელია უცხო სახელმწიფოს ოფიციალური თანამდებობის პირის ჩარევა ქართულ პოლიტიკაში და მის მიერ წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვა",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე