ჩვენ დავასრულეთ ძალადობა, დავასრულეთ ქვების სროლა და ხელკეტებით დევნა ერთმანეთზე - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 17:06 | 06.10.2016
ნანახია: 2001

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა, ასეთი მშვიდი, დემოკრატიული, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ინციდენტებს, ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

"ჩვენ დავასრულეთ ძალადობა, დავასრულეთ ქვების სროლა და ხელკეტებით დევნა ერთმანეთზე. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ საქართველოში პოლიტიკა გადავიყვანოთ ახალ თანამედროვე საფეხურზე.

ჩვენ ვისურვებდით, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, თუმცა ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება წარმოდგენილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.ამიტომ, დაველოდოთ 8 ოქტომბერს და შემდეგ  ალბათ უკვე შესაძლებელი იქნება რაიმე განცხადებების გაკეთება,თუმცა ჩვენი გუნდის პოზიცია არის ის, რომ თუ იქნება მრავალპარტიული, ეს იქნება ძალიან კარგი", - განაცხადა კახა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე