გიორგი მარგველაშვილს რუმინეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველო, თბილისი - 16:29 | 06.10.2016
ნანახია: 1365

საქართველოს პრეზიდენტს რუმინეთის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბამ რწმუნებათა სიგელები გადასცა.

სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა რადუ ლივიუ ჰორუმბასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის საკითხებსაც შეეხო.

ახლადდანიშნულმა ელჩმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული დაევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა.

საქართველოს პრეზიდენტმა რუმინელ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე