პაატა ბურჭულაძის პარტია კიდევ 60 წევრმა დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:47 | 06.10.2016
ნანახია: 4429

„პაატა ბურჭულაძე- მოძრაობა ხალხისთვის” ქობულეთში 60 ადამიანმა დატოვა, მათ შორის არის უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის 13 ნომერი გივი ცინცაძეც. ცინცაძე სიაში გიორგი ვაშაძის პარტიიდან მოხვდა.

მისი განცხადებით, ქობულეთში გიორგი ვაშაძემ 48 კოორდინატორი და შტაბის 12 წევრი მოატყუა და მათ ორი თვის ხელფასი არ გადაუხადა.

"მთელი ქობულეთის შტაბი ვტოვებთ პარტიას, ჩვენ მოგვატყუეს და ერთი თეთრი არ გადაგვიხადეს. ამ ადამიანებს ვერ დავაღალატებ, არ მიღირს ასე ყოფნა სიაში. მოუწოდებ ყველას, მიდით არჩევნებზე და ყველა შემოხაზეთ 1 ნომრის გარდა" ,- განაცხადა ცინცაძემ. 

გივი ცინცაძის ინფორმაციით, ქობულეთის 71 ოლქში, ბურჭულაძის პარტიას შტაბი აღარ ყავს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე