სტამბულში ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მოსამზადებელი ცენტრები აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 10:55 | 20.10.2015
ნანახია: 1792

თურქულმა სპეცსამსახურებმა სტამბულში ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მოსამზადებელი იატაკქვეშა ცენტრები გააუვნებელყვეს. გაზეთ Hurriyet-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სტამბულის 18 რაიონში რეიდები ვერტმფრენების დახმარებით ჩაატარეს.

პოლიციამ 53 ადამიანი დააკავა, მათგან 29 არასრულწლოვანია. დაკავებულები უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.

მებრძოლების მომზადება დაქირავებულ სარდაფებში მიმდინარეობდა. ბავშვებს სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა ელოდათ.

უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები თურქეთში არალეგალურად იმყოფებოდნენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე