ფინეთი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 18:05 | 05.10.2016
ნანახია: 1434

ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს ულოცავს. შესაბამისი განცხადება ფინეთის საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელ «ტვიტერის» გვერდზე გაავრცელა.

"ფინეთი ულოცავს საქართველოს დღევანდელ პორგრეეს უვიზო რეჟიმისკენ მიმავალ გზაზე»,  - ნათქვამია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღეს ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი (COREPER) დათანხმდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას. 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე