„მე ვარ გივი თარგამაძე, ერთი გივი თარგამაძე, ბაბუაჩემი, 27 წლის ასაკში ოკუპანტებმა დახვრიტეს, მეორეს ვერ მივართმევ" - გივი თარგამაძე

საქართველო, თბილისი - 17:55 | 05.10.2016
ნანახია: 2058

მე ვარ გივი თარგამაძე. არსებობდა კიდევ ერთი გივი თარგამაძე, ბაბუაჩემი, რომელიც გუშინდელი აფეთქების ადგილიდან სულ ასიოდე მეტრში 27 წლის ასაკში ოკუპანტებმა დახვრიტეს "ენკავედეს შენობაში", - ასე მიმართა „ვარდების მოედანზე“ შეკრებილ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ.  

„ჩვენ ვერავინ ვერ შეგვაშინებს. აქვე უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ როდესაც ვიღაც არამზადებმა ჩემთან ანგარიშსწორება გადაწყვიტეს, ამის გამო დაზარალდნენ ჩვეულებრივი ადამიანები. ერთ-ერთი მათგანის სიცოცხლე მართლაც საფრთხეშია ამ წუთებში. თქვენთან ერთად ვნატრობ, რომ მან შეინარჩუნოს ეს სიცოცხლე და მე ვიტყვი ერთადერთ რამეს - მე ვარ გივი თარგამაძე, არსებობდა კიდევ ერთი გივი თარგამაძე, ბაბუაჩემი, რომელიც გუშინდელი აფეთქების ადგილიდან სულ ასიოდე მეტრში 27 წლის ასაკში ოკუპანტებმა დახვრიტეს "ენკავედეს შენობაში". მეორეს ვერ მივართმევ. მე არ გავჩერდები. თქვენ არ გაჩერდებით. საქართველო გაიმარჯვებს და საქართველო წავა წინ”, - განაცხადა გივი თარგამაძემ. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე