ვარდების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 17:26 | 05.10.2016
ნანახია: 1842

ამ წუთებში, ვარდების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქცია მომღერალმა ლექს-სენმა გახსნა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ მიმართა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პარტიის მხარდამჭერების შეკრება მნიშვნელოვანია.

“არჩევნების მოგებას სიმშვიდით, ერთად დგომით ვაპირებთ. დაბრუნდა დრო, როდესაც თბილისის ცენტრში მანქანებში აფეთქებენ ადამიანებს, პოლიტიკოსებს. საქართველო დაიღალა უკუსვლით, რომელსაც გვთავაზობს მთავრობა. 3 დღეში წერტილი უნდა დავუსვათ ნგრევას. ჩვენი გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე