„პოლიტიკოსის აფეთქების ფაქტი, საზოგადოებაში აჩენს დაუცველობისა და სახელმწიფოს დასუსტების განცდას" - ირაკლი ალასანია

საქართველო, თბილისი - 16:16 | 05.10.2016
ნანახია: 1595

თავად ფაქტი, პოლიტიკოსის აფეთქების საზოგადოებაში აჩენს დაუცველობისა და სახელმწიფოს დასუსტების განცდას, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განუცხადა. 

„ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მოტივი და გარემოებები, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ თავად ფაქტი, პოლიტიკოსის აფეთქების საზოგადოებაში აჩენს დაუცველობისა და სახელმწიფოს დასუსტების განცდას. "თავისუფალი დემოკრატები" მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი დასკვენის გამოტანისგან. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და სამართამდაცავ ორგანიებს. აიღონ პასუხისმგებლობაში ქვეყანაში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე