"ეს ხელისუფლება დამთავრდება 4 დღეში, ეს არის ჩვენი უსაფრთხოების და გადარჩენის საკითხი" - დავით ბაქრაძე

საქართველო, თბილისი - 23:17 | 04.10.2016
ნანახია: 1597

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

„ამ ფაქტით გამოჩნდა კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტი, თუ რატომ უნდა დასრულდეს ეს ხელისუფლება. ივანიშვილის რეჟიმმა დაგვაბრუნა იმ ქვეყანაში, სადაც დღისით ქუჩაში ესვრიან იარაღს და აფეთქებენ მანქანებში. ეს ხელისუფლება დამთავრდება 4 დღეში და ეს აღარ გახლავთ პოლიტიკური გემოვნების საკითხი, ეს არის ჩვენი უსაფრთხოების და გადარჩენის საკითხი,“ - აცხადებს დავით ბაქრაძე. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე