დავით სერგეენკო: ეს ფაქტი მიუღებელია და დასაგმობი

საქართველო, თბილისი - 23:12 | 04.10.2016
ნანახია: 1560

დავით სერგეენკო „ინგოროყვას კლინიკაში“ მივიდა, სადაც აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეა გადაყვანილი.

„მიუღებელია, მით უმეტეს ის, რომ დაზარალებულები არიან ის ადამიანები, ვინც ირგვლივ იმყოფებოდნენ და ასრულებდნენ თავის საქმეს, შემთხვევითი გამვლელები და იქ მომუშავე ადამიანები. რა თქმა უნდა, ფაქტი მიუღებელია, დასაგმობია და დარწმუნებული ვარ, სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადებში გამოიძიონ ეს საქმე”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე