საპროკურორო საბჭომ დღეს 8 პროკურორი წევრი უნდა აირჩიოს

საქართველო, თბილისი - 10:14 | 20.10.2015
ნანახია: 1858

საპროკურორო საბჭოს 15-კაციანი შემადგენლობიდან დღეს 8 პროკურორი წევრი უნდა აირჩიონ. ფარული კენჭისყრა დღეიდან იწყება.

პროცესი პროკურორთა კონფერენციაზე უნდა მოხდეს, რომლის დელეგატებიც უკვე იკრიბებიან. საბჭოს დანარჩენი წევრების შერჩევა მოხდება სამოქალაქო სექტორიდან, პარლამენტიდან და იუსტიციის საბჭოდან.

ახალი კანონის მიხედვით, საპროკურორო საბჭომ დაკომპლექტების შემდეგ უნდა დაამტკიცოს მთავარი პროკურორი - კანდიდატებს საბჭოს თეა წულუკიანი წარუდგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე