ჰაიტის თავს ქარიშხალი ”მეთიუ” დაატყდა

საქართველო, თბილისი - 14:15 | 04.10.2016
ნანახია: 2354

ჰაიტის ქარიშხალი „მეთიუ“ დაატყდა თავს. სტიქიას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც „ბიბისი“ წერს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი ატლანტის ოკეანეში ბოლო 10 წლის განმავლობაში.
ძლიერი ქარის და წვიმის შედეგად ჰაიტის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქები დაზარალდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაიტიზე, იამაიკაზე და დომინიკის რესპუბლიკაში წყალდიდობის საშიშროება არსებობს.

ჰაიტიზე 2010 წელს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ათასობით ადამიანი კვლავ დროებით კარვებში ცხოვრობს. ჰაიტისთვის ასევე დამახასიათებელია მეწყერები, რამაც ასევე შესაძლოა ქარიშხალი გამოიწვიოს.

მეტეოროლოგების თქმით, ქარიშხალ ”მეთიუს” სიჩქარე 230 კმ/სთ-ს აღწევს. მას შემდეგ რაც ქარიშხალი ჰაიტის ს გადაუვლის, კუბისკენ გაემართება, შემდეგ კი გეზს ბაჰამის კუნძულებისკენ აიღებს.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე