მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

საქართველო, თბილისი - 12:07 | 04.10.2016
ნანახია: 1284

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგური ვაჟა-ფშაველა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

ხარვეზი სიგნალიზაციის მოწყობილობის დაზიანებითარის გამოწვეული. პრობლემის აღმოფხვრისთანავე მეტროსადგური ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შემქნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე