თურქეთში 13 ათასამდე პოლიციელი სამსახურებიდან დაითხოვეს

საქართველო, თბილისი - 11:28 | 04.10.2016
ნანახია: 1570

თურქეთის ხელისუფლებამ სამსახურებიდან 12 800 პოლიციელი დაითხოვა. ისინი სასულიერო მოღვაწესთან ფეთჰულა გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილი.

გავრცელებული ინფორმაციით ხელმძღვანელი თანამდებობებიდან 2 500 პოლიციელი გათავისუფლდა.

ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში დაპატიმრებებისა და სამსახურებიდან გათავისუფლების სერია მიმდინარეობს. ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მასშტაბური წმენდა განახორციელა არმიის რიგებშიც. ასევე დაიხურა რამდენიმე ორგანიზაცია, რომლებსაც ხელისუფლება გიულენთან კავშირში ადანაშაულებს, მათ შორის არის სკოლები, საქველმოქმედო ფონდები, პროფკავშირები და სხვა. გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში  32 ათასი ადამიანია დაპატიმრებული.

 





არქივი

აპრილი2025
ორ
სმ
ოთ
ხთ
პრ
შბ
კვ
31
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11

მოგვძებნე Facebook-ზე