თურქეთში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გახანგრძლივდა

საქართველო, თბილისი - 10:26 | 04.10.2016
ნანახია: 1521

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა სამი თვით გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საგანგებო მდგომარეობა 19 ოქტომბრიდან კიდევ 90 დღით გაგრძელდება.

საგანეგბო მდგომარეობის რეჟიმი ხელისუფლებამ სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ შემოიღო. გადატრიალების მცდელობის დროს, რომელიც 15 ივლისს მოხდა, 250 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლებამ მის ორგანიზებაში აშშ-ში მცხოვრები სასულიერო მოღვაწე ფეთხულა გიულენი დაადანაშაულა. თავად ის ამბოხთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ ხელისუფლებამ 32 ათასი ადამიანი დააპატიმრა. ათობით ათასი კი სამსახურიდან დაითხოვა ამ ქვეყნიდან გააძევა.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე