ხულოში პურის საცხობი აფეთქდა - გარდაცვლილია 65 წლის მამაკაცი

საქართველო, თბილისი - 10:12 | 04.10.2016
ნანახია: 1461

უბედური შემთხვევა ხულოში - ერთ-ერთ პურის საცხობში საწვავის ავზი აფეთქდა, რასაც 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ადგილზე დროულად მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ტექნიკური უსაფრთხოების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე