ავღანელმა სამხედროებმა კუნდუზზე კონტროლი აღადგინეს

საქართველო, თბილისი - 10:07 | 04.10.2016
ნანახია: 1459

ავღანელმა სამხედროებმა კუნდუზზე კონტროლი დაიბრუნეს. ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი თალიბებს ჰქონდათ დაკავებული. კუნდუზის ცენტრში მებრძოლების მიერ აღმართული დროშა ფრიალებდა.

”ამჟამად ქალაქის ცენტრი ჩვენს ხელშია. ვიწყებთ იერიშს რაიონის მთლიანად გასაწმენდად”, - განუცხადა სააგენტო ”ფრანს პრესს” კუნდუზის პოლიციის უფროსმა კასიმ ჯანგამ ბაჰხმა.

ნატოს მისიაში დაადასტურეს, რომ ავღანელი პოლიციელები ქალაქს აკონტროლებენ. გრძელდება სასტიკი ბრძოლები ადგილობრივი პოლიციის შტაბ-ბინასა და კუნდუზის გუბერნატორის რეზიდენციასთან.

კუნდიზზე გადის რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზა. თავად პროვინცია კი ტაჯიკეთს ესაზღვრება. ქალქის მოსახლეობა 100 ათასზე მეტს შეადგენს.



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე