სირიაში თვითმკვლელმა ქორწილში თავი აიფეთქა - დაღუპულია 22 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 09:55 | 04.10.2016
ნანახია: 1520

სირიაში ქურთების ქორწილში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. სირიის ადამიანის უფლებების დამცველთა ორგანიზაციის წევრების თქმით, აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა. ინციდენტი ელ-ჰასაკის რაიონში, ქალაქ ქამიშლთან ახლოს მოხდა.

ქურთები სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ელ-ჰასაკის რეგიონის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ, თუმცა რაიონის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ბაშარ ასადის ძალებს აქვთ დაკავებული.

 



სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე