„არტარეა გალერეა" საერთაშორისო პროექტს „Love Song" უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 17:42 | 03.10.2016
ნანახია: 1427

გულის ფორმის ხმის ჩამწერი მოწყობილობები, რომლებიც „არტარეას" საგამოფენო სივრცეში განთავსდება, დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ქართველი  მუსიკოსების ნამუშევრებს მოუსმინოს ერთი თემის - სიყვარულის შესახებ.

პროექტი ოთხი ბელგიური სახელოვნებო ორგანიზაციის - ChampdAction, M HKA, (ანტვერპენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი) deBuren, და Objectif Exhibitionsინიციატივით შეიქმნა და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არტისტების მიერ გულის ფორმის მოწყობილობებში ჩაწერილი სიმღერების სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში განთავსებას გულისხმობს.

დასწრება თავისუფალია.

გთხოვთ, მობრძანდეთ.

მისამართი: ტელეკომპანია „არტარეა"; დ.აბაშიძის #10




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე